Thumbnail

Metro Boomin: რეპერები ხარისხიანი მუსიკის შექმნას აღარ ცდილობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი ლელანდ უეინი, ფსევდონიმით Metro Boomin, რეპერების ახალი ნამუშევრებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ატლანტელმა მუსიკოსმა ინსტაგრამზე დაწერა.

► Metro Boomin 2020 წელს ახალი ნამუშევრებით დაბრუნებას აანონსებს  

► 21 Savage: Metro Boomin და მე ალბომზე Savage Mode 2 ვმუშაობთ 

"ახალ მუსიკას მუდმივად ვეცნობი. ახლა მრჩება განცდა, რომ რეპერები აღარ ცდილობენ, იყვნენ გამორჩეულები და ხარისხიანი პროდუქტი შექმნან. შეიძლება, დავბერდი კიდეც და ასე ამიტომ ვფიქრობ", - დაწერა მეთრომ.

View this post on Instagram

Is this faxxx or fiction??

A post shared by DJ Akademiks (@akadmiks) on

2019 წელი მეთრო ბუმინისთვის ნაკლებად პროდუქტიული იყო. 2020 წელს კი ის ახალი ჩანაწერების გავრცელებას აპირებს. ცნობილია, რომ არაერთი ჰიტის ავტორი ამჟამად ატლანტელ კოლეგასთან, 21 Savage-თან ერთად მათი ცნობილი სტუდიური ჩანაწერის Savage Mode მეორე ნაწილზე მუშაობს. ამასთან, ახლო მომავალში მეთროსა და ჩიკაგოელი რეპერის, Lil Durk-ის კოლაბორაციული ალბომი გამოვა.

მეთრო ბუმინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. დღემდე მუსიკოსმა სამი კოლაბორაციული ნამუშევარი გაავრცელა. პირველი მათგანი 21 Savage-თან ერთად შექმნილი EP სახელწოდებით Savage Mode გახლავთ, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2017 წელს არტისტებმა კვლავ ითანამშრომლეს. მათ ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს, რომელშიც ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos წევრი, Offset-იც მონაწილეობს. რამდენიმე თვეში კომერციულად წარმატებულმა პროდიუსერმა და დეტროიტელმა რეპერმა Big Sean გაყიდვაში ალბომი Double Or Nothing ჩაუშვეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მეთრომ არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალი დაწერა. 2018 წლის ნოემბერში კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Not All Heroes Wear Capes გაავრცელა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული