Thumbnail

მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - შენამდე მოვალ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

13 თებერვალს გავრცელებული კომპოზიციის "239" შემდეგ, ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ზურიკო კოკლიანმა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი "შენამდე მოვალ" გამოაქვეყნა. მუსიკოსის ნამუშევარში მისი კოლეგა, ნიკალა მონაწილეობს, რომელმაც რეპერთან წარსულშიც ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერი თავად კოკლიანი გახლავთ.

► მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - 239 Ft. iYiBOiY 

► მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - არაფრიდან 

► მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - პალაჟენია Ft. ნიკალა & ზუკა თვაური 

ზურიკო კოკლიანმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რეპერი წარსულში ფსევდონიმით White Negga მოღვაწეობდა. ვეტერანი არტისტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ჰიპ ჰოპში აუტოტუნის ეფექტი გამოიყენა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული