Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ჰადსონმა NBA All-Star-ზე კობი ბრაიანტის პატივსაცემად იმღერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, ჯენიფერ ჰადსონმა ქალაქ ჩიკაგოში გამართულ NBA All-Star-ის მატჩზე ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად რობერტა ფლეკისა და დონი ჰეთეუეის კომპოზიცია For All We Know შეასრულა.

ტრეკის თავდაპირველი ვერსია რობერტა ფლეკისა და დონი ჰეთეუეის ერთობლივ ალბომში Roberta Flack & Donny Hathaway არის წარმოდგენილი, რომელიც 1972 წელს გამოიცა.

ჯენიფერ ჰადსონი ფართო საზოგადოებამ 2004 წელს ამერიკულ მუსიკალურ შოუში American Idol მონაწილეობით გაიცნო. 2006 წელს მან ფილმში Dreamgirls საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მოიგო. 2013 წელს ჯენიფერს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი 2015 წელს ბროდვეის მიუზიკლში The Color Purple მონაწილეობდა. გრემის მფლობელ შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული