Thumbnail

BTS-ის მომავალი ალბომის Map of the Soul: 7 შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მომავალი ალბომის Map of the Soul: 7 ტრეკლისტი გაავრცელა. 20 კომპოზიციისგან შემდგარ სტუდიურ ჩანაწერში, ახალ კომპოზიციებთან ერთად, უკვე გავრცელებული სიმღერები: Black Swan, Interlude : Shadow და Outro : Ego შევა. ნამუშევარში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება 2019 წელს გამოშვებულ EP-ში შესული რამდენიმე ტრეკი, მათ შორის ამერიკელი პოპვარსკვლავ ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი ჰიტი Boy with Luv.

► ნახეთ: BTS მომავალი ალბომის Map Of The Soul: 7 სარეკლამო ფოტოებს ავრცელებს

► BTS თაყვანისმცემლებს კორეული ენის შემსწავლელ პროგრამას სთავაზობს

► ნახეთ: BTS-მა ჯეიმს კორდენის შოუში კომპოზიცია Black Swan შეასრულა

აღსანიშნავია, რომ ალბომის მთავარი სინგლის ON ორი ვერსია გავრცელდება. ერთ-ერთ მათგანში ავსტრალიელი პოპვარსკვლავი Sia მონაწილეობს. კომპოზიციის Louder Than Bombs თანაავტორი კი მუსიკოსი ტროი სივანია.

"ძალიან მიხარია, რომ "ბითიესის" ალბომში შესული ტრეკის Louder Than Bombs თანაავტორი ვარ. ბიჭებო, მადლობა თანამშრომლობისთვის", - დაწერა არტისტმა ტვიტერზე. 

სტუდიური ჩანაწერი დღის სინათლეს 21 თებერვალს იხილავს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული