Thumbnail

სამხრეთელმა მუსიკოსმა, ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილი ახალგავრცელებული ტრეკის Life Is Good ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა. კომპოზიციის რემიქსში ახალგაზრდა რეპერები, ჩრდილოკაროლინელი DaBaby და ატლანტელი Lil Baby მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერები OZ და D. Hill არიან.

► ნახეთ: Future - Life Is Good Ft. Drake 

► ნახეთ: 2 Chainz და Future კლიპს Dead Man Walking ავრცელებენ 

► ნახეთ: Future ვიდეორგოლს Last Name ავრცელებს 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო ალბომი The WIZRD შესთავაზა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული