Thumbnail

არქივი: როკ-ჯგუფი "ოკეანე" კომპოზიციას "ღრუბელი თეთრი" ასრულებს (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

როკ-ჯგუფი "ოკეანე" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "ღრუბელი თეთრი" ასრულებს. 

როკ-ჯგუფი "ოკეანე" - ღრუბელი თეთრი (1990)

🎸🇬🇪 როკ-ჯგუფი "ოკეანე" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "ღრუბელი თეთრი" ასრულებს. "ოკეანე" 1989 წელს თბილისში მერაბ მამულაშვილმა (ბასი) შექმნა. მის გარდა ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვახტანგ მაკალათია (ვოკალი), კაკო ვაშალომიძე (გიტარა), ბორის ძნელაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტები) და დავით ტაბლიაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). #არქივი

Posted by popmusic on შაბათი, 15 თებერვალი, 2020

"ოკეანე" 1989 წელს თბილისში მერაბ მამულაშვილმა (ბასი) დააარსა. მის გარდა ჯგუფის  შემადგენლობაში შედიოდნენ: ვახტანგ მაკალათია (ვოკალი), კაკო ვაშალომიძე (გიტარა), ბორის ძნელაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტები) და დავით ტაბლიაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 

კოლექტივის პირველი გამოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში 1990 წლის 1 იანვარს შედგა, რასაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კონცერტები მოჰყვა. ამავე წელს ჯგუფის ვოკალისტმა, ვახტანგ მაკალათიამ იურმალის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, 1991 წელს კი, ლიტვიის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, "ოკეანე" მე-4 ადგილის მფლობელი გახდა. 1992 წელს აუდიოკასეტებზე გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი, რომელშიც 12 სიმღერა შევიდა, რის შემდეგაც კოლექტივმა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა. 2016 წელს კი ვახტანგ მაკალათია გარდაიცვალა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული