Thumbnail

ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა ტრევის სკოტისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია შექმნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ციფრულმა სააგენტომ Space150, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტრევის სკოტისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია Jack Park Canny Dope Man და მისი ვიდეორგოლი შექმნა. ნეირონული ქსელი ორი კვირის განმავლობაში სწავლობდა რეპერის ხმის ტემბრს, შესრულების მანერას, მისი ნამუშევრების ჟღერადობასა და ტექსტებს.

► Björk-მა ნაწარმოები შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება

"ექსპერიმენტის ჩასატარებლად ტრევის სკოტი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის უნიკალური შემსრულებელია, რომლის შემოქმედებაც გამორჩეული აუდიო და ვიზუალური ესთეტიკით ხასიათდება", - აცხადებს კომპანიის კრეატიული დირექტორი, ნედ ლამპერტი.

ვიზუალურ ნამუშევარში ტრევის სკოტს მისი ე.წ. დიფფეიქი, Travis Bott განასახიერებს.

ხელოვნურ ინტელექტს არ გამოჰპარვია რეპერის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ისეთი დეტალები, როგორებიცაა აუტოტუნით დამუშავებული ვოკალი და ედლიბები. თუმცა, მის მიერ შექმნილ ტექსტებში შესამჩნევია აბსურდული ფრაზებიც. 

სააგენტოს კრეატიული დირექტორის თქმით, ხარვეზების გათვალისწინებით, პროექტმა ცხადი გახადა, რომ ტექნოლოგია კვლავ არაა მზად, დამოუკიდებლად იმუშაოს და მას ადამიანის მეთვალყურეობა სჭირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული