Thumbnail

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ახალი კომპოზიცია Second Emotion გაავრცელა. ტრეკს ის ჰიუსტონელ ჰიპ ჰოპ არტისტთან, ტრევის სკოტთან ერთად ასრულებს. ნამუშევარი ჯასტინის ბოლო ალბომში Changes არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 14 თებერვალს ჩაეშვა.

► ჯასტინ ბიბერმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი Changes გაავრცელა

► ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ გამოვჯანმრთელდე

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა SNL-ში სიმღერები Yummy და Intentions შეასრულა

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული