Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG და მომღერალმა ქეილანიმ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ახალი კომპოზიცია Konclusions გამოაქვეყნეს. მუსიკოსებმა ჩანაწერი ერთმანეთს მიუძღვნეს. ნამუშევრის პროდიუსერები: Allen Ritter, Boi-1da და Jahaan Sweet არიან.

► ნახეთ: YG-მ ჰიტი Fu*k Donald Trump პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან ერთად შეასრულა 

► ნახეთ: Kehlani-მ ახალი კომპოზიცია Change Your Life გაავრცელა 

YG და Kehlani ერთმანეთს 2019 წლის სექტემბრიდან ხვდებიან.

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. რეპერის შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous და 4REAL 4REAL აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 

ქეილანი პერიშმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Gangsta მოუტანა, რომელიც მან ფილმისთვის Suicide Squad დაწერა. ტრეკზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 290 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული