Thumbnail

ბილი აილიში: ხალხში საკუთარი თავის შესანიღბად ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

18 წლის პოპულარული მუსიკოსი, ბილი აილიში ამერიკული Vogue-ის მარტის ნომრის ყდაზე მოხვდა. ამის შემდეგ გამოცემამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არტისტთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. კითხვას, გაქვს თუ არა სურვილი, პოპულარობამდე ცხოვრებას დაუბრუნდე, ბილიმ უპასუხა:

► ნახეთ: ბილი აილიშმა ოსკარზე The Beatles-ის ჰიტი Yesterday შეასრულა

► ბილი აილიშის განცხადებას რეპერებთან დაკავშირებით ინტერნეტში კრიტიკა მოჰყვა

"არა, ეს ნამდვილად არ მინდა. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, რადგან ჩემს მეგობართან ერთად სავახშმოდ მინდოდა წასვლა მშვიდად, რაც ჩემს შემთხვევაში წარმოუდგენელია. ამიტომ, შენიღბვა გადავწყვიტე - ბაფთიანი პარიკი მოვირგე, ჰუდი, ჯინსი ჩავიცვი და ასე გავედი გარეთ. საშინლად არ მომეწონა. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო. მეგონა, რომ იმ მომენტში ხალხი ჩემ მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი. ასე რომ, ზუსტად ის მინდა, ვიყო, ვინც ახლა ვარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, რომელიც მაქვს. ადრე სიცოცხლე მძულდა. ახლა კი ასე აღარაა. საოცარი ცხოვრება მაქვს. იმედია, ამ ნათქვამს ცუდად არ გამიგებენ, უბრალოდ, მადლიერებას გამოვხატავ", - აღნიშნა არტისტმა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული