Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Cry Cry Cry კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიციაზე Cry Cry Cry გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა ბენდის ბოლო, ორმაგ ალბომში Everyday Life არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოიცა. ვიდეორგოლის ავტორები ცნობილი ამერიკელი მსახიობი, დაკოტა ჯონსონი და რეჟისორი, კორი ბეილი არიან.

► კრის მარტინი: Coldplay-ს აღარაფერი დარჩა მისაღწევი

► ნახეთ: Coldplay კომპოზიციაზე Everyday Life გადაღებულ კლიპს ავრცელებს

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული