Thumbnail

ნახეთ: თერიკა - გამოგონილია ყველაფერი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი, ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიციით "გამოგონილია ყველაფერი" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად თერიკა გახლავთ.

► ნახეთ: თერიკამ საპროტესტო აქციაზე კომპოზიცია "სამშობლო" შეასრულა 

► ნახეთ: თერიკა - მე მცივა 

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული