Thumbnail

მოუსმინეთ: Tame Impala-მ ახალი ალბომი The Slow Rush გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი The Slow Rush გაავრცელა. ჩანაწერში სულ 12 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ნამუშევარი ლეიბლებმა Interscope Records და Fiction Records გამოსცეს.

► ნახეთ: Tame Impala-მ კომპოზიციაზე Lost in Yesterday კლიპი გადაიღო

Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. პროექტმა, რომლის ჟღერადობაც 1970-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული, დღემდე სამი სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: The Less I Know the Better, Let It Happen და Feels Like We Only Go Backwards.

კომენტარები

ბოლოს დამატებული