Thumbnail

Xzibit, Dr. Dre და Ice T, სავარაუდოდ, ახალ კომპოზიციაზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ელვინ ჯოინერმა, ფსევდონიმით Xzibit, ინსტაგრამზე სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ეპოქალურ მუსიკოს Dr. Dre-სა და გენგსთა რეპის ერთ-ერთი პიონერ Ice T-სთან ერთად არის აღბეჭდილი. არსებული ინფორმაციით, დასავლელმა კოლეგებმა ახალ კომპოზიციაზე იმუშავეს.

► მოუსმინეთ: Xzibit - Elevator Ft. Problem 

► Dr. Dre პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა 

"წარმოდგენაც არ გაქვთ, ისეთ ატომურ ბომბს დავდებთ", - განაცხადა ექსზიბითმა.

ექსზიბითი დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 1996 წლის საკულტო კომპოზიციით Paparazzi გაიცნო. არტისტი, რომელმაც კალიფორნიული რეპის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, არაერთი წარმატებული ალბომისა და ტრეკის ავტორია. ვეტერანი შემსრულებლის დისკოგრაფია 7 სტუდიურ ჩანაწერს ითვლის. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ემინემთან, დოქტორ დრესთან, სნუპ დოგთან, ბასთა რაიმსთან, ნეით დოგთან, მეთოდ მენთან და სხვა ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა.

აღსანიშნავია, რომ ექსზიბითის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომების Restless და Man Vs. Machine აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ დოქტორ დრე გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული