Thumbnail

მოუსმინეთ: A Boogie Wit Da Hoodie ახალ ალბომს Artist 2.0 ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა რეპერმა, ჯულიუს დუბოუსმა, ფსევდონიმით A Boogie Wit Da Hoodie, ახალი ალბომი Artist 2.0 გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 20 კომპოზიციას აერთიანებს.

► მოუსმინეთ: A Boogie Wit Da Hoodie - Reply Ft. Lil Uzi Vert

► ნახეთ: Summer Walker - Stretch You Out Ft. A Boogie wit da Hoodie

 A Boogie Wit Da Hoodie მსმენელის წინაშე პირველად 2016 წელს გამოჩნდა. 2017 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომი The Bigger Artist ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Drowning კი სამმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში, ბუგის არაერთხელ უთქვამს, რომ 50 Cent მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაციაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული