Thumbnail

ნახეთ: D Smoke ვიდეორგოლს Black Habits აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დანიელ ფარისმა, ფსევდონიმით D Smoke, ტრეკზე Black Habits გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი Jackie Gouche გახლავთ. ნამუშევარი მუსიკოსის ამავე დასახელების ახალგავრცელებული ალბომის სინგლია.

დი სმოუქმა მუსიკალური მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო და ამავე წელს ალბომი Producer Of The Year გამოაქვეყნა, თუმცა, ჩანაწერს წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ფარისმა 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო. 2019 წელს არტისტი ცნობილი საკაბელო ტელევიზიის Netflix მუსიკალური გადაცემის Rhythm + Flow გამარჯვებული გახდა. 2020 წლის თებერვალში მან ახალი სტუდიური ნამუშევარი Black Habits გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფარისი თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული ლეიბლის Top Dawg Entertainment წევრი მუსიკოსის, SiR-ის ძმა გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული