Thumbnail

Lil Pump: მუსიკალურ კარიერას ვასრულებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მაიამელი ჰიპ ჰოპ არტისტი, გაზი გარსია, ფსევდონიმით Lil Pump, მუსიკალურ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ რეპერმა ინსტაგრამის სთორიში დაწერა.

► ნახეთ: Lil Pump-ს კლიპის გადაღებისას გველმა უკბინა

"მოვრჩი მუსიკის კეთებას, კარიერას ვასრულებ", - დაწერა ლილ ფამფმა.

ბოლო კომპოზიცია Coronao Now, რომელშიც ლილ ფამფი მონაწილეობს, 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა. მან ტრეკზე დომინიკელ არტისტთან, El Alfa-სთან ერთად იმუშავა.

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული