Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, სემ სმიტი ახალ კომპოზიციას To Die For და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლზე ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, გრენტ სინგერმა იმუშავა, რომელთანაც არტისტს წარსულშიც უთანამშრომლია. მომღერალმა აგრეთვე ახალი, რიგით მესამე ალბომი To Die For დააანონსა, რომელიც დღის სინათლეს 1 მაისს იხილავს. 

► ნახეთ: Sam Smith-მა და Normani-მ სიმღერაზე Dancing With A Stranger კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: Sam Smith - How Do You Sleep?

აღსანიშნავია, რომ ახლადგავრცელებულ ტრეკში 2001 წელს გამოსული ამერიკული ფილმის Donnie Darko მთავარი გმირის, დონი დარკოსა და მისი ფსიქიატრის დიალოგის სემპლია გამოყენებული.

It is if everyone dies alone 
Does that scare you? 
I don’t wanna be alone

"ყველა მარტო რომ კვდება, 
ეს არ გაშინებს? 
არ მინდა მარტო ყოფნა".

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული