Thumbnail

ამერიკული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავმა, დემიენ ლილარდმა, კომპანია "ადიდასთან" თანამშრომლობით, სპორტული ფეხსაცლის Dame მეექვსე სერია გამოუშვა. ამასთან დაკავშირებით, სპორტსმენის იუთუბის არხზე სარეკლამო ვიდეო გამოქვეყნდა, რომელსაც ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, Pusha T-ის კომპოზიცია გასდევს ფონად.

► ნახეთ: YBN Cordae და Pusha T კლიპს Nightmares Are Real ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Pusha T & Swizz Beatz - No Patience 

► მოუსმინეთ: Pusha T - Puppets

ფუშა თიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი Clipse, რომელიც 2000-იანებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, ტერენსმა უფროს ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. მათი პირველი სტუდიური ნამუშევარი Lord Willin' კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ჰიპ ჰოპ დუეტის ასეთი წარმატება ლეგენდარული მუსიკოსის, ფარელ უილიამსის დამსახურებაცაა, რომელთანაც "ქლიფსმა" არაერთხელ ითანამშრომლა. 

2009 წელს რეპერმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, მაგრამ ქანიე ვესთის დაჟინებული მოთხოვნით "მეფე ფუშამ" (როგორც არტისტი საკუთარ თავს უწოდებს) სოლო კარიერა დაიწყო და 2011 წელს EP სახელწოდებით Fear Of God II: Let Us Pray გაავრცელა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მთავარი წარმატება სადებიუტო ალბომს My Name Is My Name უკავშირდება. 2018 წელს ტერენსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Daytona ჩაუშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ქანიე ვესთი გახლავთ. სტუდიურმა ნამუშევარმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული