Thumbnail

Big Sean: Nas ახალ ალბომს მალე გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი Nas და მისი ცნობილი ახალგაზრდა კოლეგა Big Sean ხმის ჩამწერ სტუდიაში საუბრობენ.

► ნახეთ: Lil Nas X-მა და Nas-მა ტრეკის Rodeo რემიქსზე კლიპი გადაიღეს 

► ნახეთ: Nas ვიდეორგოლს War Against Love ავრცელებს 

Big Sean: ახალი ალბომის გამოშვებას აპირებ, არა?
Nas: რაღაც ეგეთი.
Big Sean: კი, ჩვენ მზად ვართ.

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 12 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული