Thumbnail

მოუსმინეთ: Monsta X ახალ ალბომს All About Luv ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა Monsta X პირველი ინგლისურენოვანი სტუდიური ნამუშევარი All About Luv გამოუშვა. ახალ კომპოზიციებთან ერთად, მასში უკვე გავრცელებული ტრეკები Middle of the Night, Someone’s Someone, Love U და Who Do U Love? არის წარმოდგენილი. ამ უკანასკნელში ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი French Montana მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ალბომში ასევე მოხვდა ტრეკის რემიქს ვერსია, რომელზეც რეპერმა will.i.am-მა იმუშავა.

► Monsta X-ის წევრი Joohoney ჯგუფს დროებით ტოვებს

► ნახეთ: Monsta X-მა კომპოზიცია Middle of the Night შეასრულა

► ბოიბენდ Monsta X-ის წევრმა, Wonho-მ კოლექტივი დატოვა

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების ხუთგზის გამარჯვებული ბენდი 2015 წელს სეულში ჩამოყალიბდა. კოლექტივს განსაკუთრებული წარამატება სიმღერებმა Hero და Beautiful მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული