Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, ფსევდონიმით მასტერი, ახალი კომპოზიცია Dance გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა, ლუკა კვარაცხელია, სასცენო სახელით Kid L მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ.

► მოუსმინეთ: მასტერი - Story 

► მოუსმინეთ: მასტერი - ისევ 

► მოუსმინეთ: მასტერი - მეტი არ 

კოლეგებს წარსულშიც უთანამშრომლიათ. 2018 წელს მათ კოლაბორაციული ტრეკი BOOM ჩაწერეს.

გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით მასტერი, მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი" და "დარჩი რა".    

კომენტარები

ბოლოს დამატებული