Thumbnail

მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - 239 Ft. iYiBOiY

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ზურიკო კოკლიანი მსმენელს 4-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია "239" გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა მუსიკოსი iYiBOiY მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი თავად კოკლიანი გახლავთ.

► ნახეთ: B2B Cypher - Cas x Kokliani (Prod. By Cas) 

► მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - არაფრიდან 

► მოუსმინეთ: ზურიკო კოკლიანი - პალაჟენია Ft. ნიკალა & ზუკა თვაური 

აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიცია არტისტის შემოქმედებაში 239-ე ტრეკია.

ზურიკო კოკლიანმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რეპერი წარსულში ფსევდონიმით White Negga მოღვაწეობდა. ვეტერანი არტისტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ჰიპ ჰოპში აუტოტუნის ეფექტი გამოიყენა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული