Thumbnail

მოუსმინეთ: ბილი აილიშმა "ჯეიმს ბონდის" საუნდტრეკი No Time To Die გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი სიმღერა No Time To Die გაავრცელა. ტრეკზე მან თავის ძმასთან, ფინიასთან ერთად იმუშავა. კომპოზიცია ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკი იქნება, რომელიც ეკრანებზე 10 აპრილიდან გამოვა. კერი ფუკუნაგას სურათში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და ანა დე არმასი ასრულებენ.

► ბილი აილიში: ჯეიმს ბონდის ფილმისთვის სიმღერის ჩაწერა ჩემი ცხოვრების მიზანი იყო

► ნახეთ: ბილი აილიშმა ოსკარზე The Beatles-ის ჰიტი Yesterday შეასრულა

ილი აილიში: გრემიზე ჩემი გამარჯვება მას უხარია, ვინც მუსიკას საძინებელში ქმნის

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული