Thumbnail

პოპულარული თრეფ გაერთიანება Migos მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კოლექტივმა ახალი კომპოზიცია Give No Fxk და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული წარმომადგენლები, Young Thug და Travis Scott მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერები Murda Beatz და DJ Durel არიან. ტრეკი "მიგოსის" მომავალ ალბომში Culture III იქნება წარმოდგენილი.

► სახლი, რომელშიც Migos-ის ტრეკი Versace ჩაიწერა, Quavo-მ იყიდა 

► მოუსმინეთ: Snoop Dogg & Migos - My Family 

► ნახეთ: Migos - Frosted Flakes

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული