Thumbnail

ახალ ფილმში 2Pac-ის მიერ სიკვდილის გათამაშების შესახებ იქნება მოთხრობილი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი რეჟისორი, რიკ ბოსი ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტ თუფაქ შაკურზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომელშიც მუსიკოსის მიერ საკუთარი სიკვდილის გათამაშების შესაძლებლობა იქნება განხილული. რეპერს მსახიობი რიჩარდ გარსია განასახიერებს. სურათი ეკრანებზე 2021 წლის დასაწყისში გამოვა.

► ნახეთ: 2Pac-ის ქანდაკება, რომელიც თაყვანისმცემლებმა დაიწუნეს

►  ნახეთ: ავტომობილი, რომელშიც 2Pac ჩაცხრილეს, აუქციონზე იყიდება

ტელეკომპანია KTNV-ის ინფორმაციით, ფილმს 2Pac: The Great Escape From UMC ერქმევა. სიუჟეტის თანახმად, 1996 წელს სროლის შედეგად დაჭრილი მუსიკოსი კლინიკიდან გაქცევის გეგმას შეიმუშავებს, საავადმყოფოში კი თავის ორეულს დატოვებს. 

"სცენარის მიხედვით, თუფაქი ლას ვეგასის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრიდან ნიუ მექსიკოში იპარება, სადაც ნავაჰოს ტომელები იფარებენ. ამის შემდეგ ის ქვეყანას, დიდი ალბათობით, პირადი ვერტმფრენით ტოვებს. რადგან, როდესაც FBI-ს წარმომადგენლები გეძებენ, პირველ რიგში, აეროპორტს ამოწმებენ. ასეთ დროს გასაქცევად საუკეთესო საშუალება სწორედ პირადი ვერტმფრენი გახლავთ", - ამბობს რიკ ბოსი.

რეჟისორისვე თქმით, მან სცენარი მუსიკოსის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე დაყრდნობით დაწერა და ის მხოლოდ რეალურ ფაქტებზეა აგებული.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული