Thumbnail

სელმა ჰაიეკი: ოსკარის კულისებში Eminem-ს მოულოდნელად წყალი გადავასხი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესში, ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოებაზე ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის მოულოდნელმა პერფორმანსმა დოლბის თეატრში შეკრებილი არაერთი ვარსკვლავი გააკვირვა. მათ შორის იყო მსახიობი სელმა ჰაიეკი, რომელიც რეპერს კულისებში შეხვდა.

► Eminem-მა განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო ოსკარებს 17 წლის წინ, როცა თავად გაიმარჯვა

► ნახეთ: ვარსკვლავების რეაქციები ოსკარზე ემინემის გამოსვლისას

"ამ ფოტოებში ისე ჩანს, თითქოს მე და ემინემი საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. სინამდვილეში კი ის სცენიდან გამოდიოდა, მე კი იქ გასასვლელად ვემზადებოდი. როცა დავინახე, უეცრად ისეთი შოკი მივიღე, ჭიქა წყალი გადავასხი. ჩვენს სახეებს კარგად თუ დააკვირდებით, მე მკვდარს ვგავარ, ის კი ჩემი წყალობით შეშინებული იყურება. როცა ნამოქმედარის გამოსწორებას ვცდილობდი, მას ინსტინქტურად ჩავეხუტე და ვუთხარი - სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ეს ჭეშმარიტად ასეა. ძალიან შემრცხვა, რომ მასთან სულელად წარმოვჩნდი. სხვათა შორის, ამ ინციდენტის შემდეგ წავიკითხე, რა უთქვამს ჩემზე Rolling Stone-თან ინტერვიუში. ემინემ, შენ საუკეთესო ხარ", - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

"როლინგ სთოუნის" ჟურნალისტმა ემინემს ჰკითხა, კმაყოფილი დარჩა თუ არა ცერემონიაში მონაწილეობით:

"სრულებით კმაყოფილი ვარ, მე ხომ სელმა ჰაიეკს ჩავეხუტე", - უპასუხა არტისტმა.

რეპერმა ცერემონიაზე ფილმ 8 Mile-ის საუნდტრეკი Lose Yourself შეასრულა, რომლისთვისაც 2002 წელს ოსკარის ჯილდო მიიღო, თუმცა, მაშინ ის ღონისძიებას არ დასწრებია. 18 წლის შემდეგ მუსიკოსი კინოაკადემიის სცენაზე დაუანონსებლად გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული