Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გამოვიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა, ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, დიზაინერ მარკ ჯეიკობსის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა 60-იანი წლების მოდით შთაგონებული სამოსი მოირგო. პოდიუმზე აგრეთვე გაიარეს ისეთმა მოდელებმა, როგორებიც არიან: კარლი კლოსი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კაია გერბერი და სხვები. 

► ნახეთ: მაილი საირუსმა The Doors-ის კომპოზიცია Roadhouse Blues შეასრულა

მაილი საირუსისა და მარკ ჯეიკობსის თანამშრომლობა წლებს ითვლის, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არტისტმა ბრენდის ჩვენებაზე გაიარა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია WreckingBall ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული