Thumbnail

ნახეთ: ჯენეტ ჯექსონმა სიმღერა Runaway საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ჯენეტ ჯექსონმა ჯიმი ფელონის შოუში, გადაცემის წამყვანთან და ჯგუფ The Roots-თან ერთად, საკუთარი ჰიტი Runaway საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა.

Runaway ჯენეტ ჯექსონმა 1995 წელს ჩაწერა. სინგლმა გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე ადგილი დაიკავა.

ჯენეტ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა 1973 წელს დაიწყო. 9 წელიწადში მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი Janet Jackson გაავრცელა. 5 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 11 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული და 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული