Thumbnail

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ახალი ალბომი მზადაა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა The Bill Simmons Podcast-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბენდმა ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა.

► დეივ გროლი: Foo Fighters მამების როკს ქმნის

► დეივ გროლმა Here We Go Song სერიალ Sesame Street-ის პერსონაჟებთან ერთად შეასრულა

"ახალი ალბომი უკვე მზადაა. მასში შესული საუკეთესო კომპოზიციები სულ რაღაც 45 წუთში ჩავწერეთ. ნამუშევარში ასევე მოისმენთ გიტარის რიფს, რომელზეც 25 წელი ვიმუშავე", - ამბობს გროლი.

ინტერვიუში მუსიკოსმა ისიც თქვა, რომ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელშიც ტურნეს დროს ფურგონით გადაადგილების გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

"საკონცერტო ტურნეს დროს ტრანსპორტირებისთვს ფურგონს ბევრი იყენებდა. მაგალითად, The Beatles, Guns N’ Roses, Metallica, U2 და სხვები. ფილმი არ იქნება იმაზე, თუ რამდენად სახალისო ამბები ხდება ფურგონით მგზავრობისას. არამედ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება, რომ ადამიანმა მიატოვოს სამსახური, დატოვოს ყველა და ყველაფერი ოცნების ასასრულებლად. გშია, სისხლი მოგდის, ავად ხდები, სხვადასხვა შარში ეხვევი, თუმცა, მაინც ახერხებ იმას, რომ კონცერტის მომდევნო ლოკაციამდე მიაღწიო. ეს წარმატების ერთ-ერთი გასაღებია", - თქვა დეივ გროლმა.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული