Thumbnail

ნახეთ: Camila Cabello და DaBaby კომპოზიციის My Oh My კლიპს ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

წარმოშობით კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიო კომპოზიციაზე My Oh My გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ჩრდილოკაროლინელი მუსიკოსი ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby მონაწილეობს. სინგლი კაბეიოს რიგით მეორე ალბომში Romance შედის, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა.

► მოუსმინეთ: Camila Cabello ახალ ალბომს Romance ავრცელებს

► კამილა კაბეიოს სიმღერის მოპარვაში ადანაშაულებენ

► ნახეთ: DaBaby - Shut Up

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 865 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული