Thumbnail

ნახეთ: მაქს რიხტერმა კომპოზიციის Vladimir's Blues კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მაქს რიხტერმა ნამუშევარზე Vladimir's Blues შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა იულია მარმა კლიპზე სამხედრო დაზვერვისა და თვალთვალისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიის გამოყენებით იმუშავა. ტრეკი რიხტერის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Blue Notebooks არის წარმოდგენილი, რომელიც 2004 წელს გამოიცა.

► ნახეთ: მაქს რიხტერი Tiny Desk Concert-ს ესტუმრა 

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული