Thumbnail

შვედურმა ინდი როკ ჯგუფმა I Break Horses ახალი კომპოზიცია I’ll Be The Death Of You და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მესამე ალბომში Warnings შევა, რომელიც 8 მაისს გამოიცემა.

► ნახეთ: I Break Horses - Death Engine

I Break Horses ქალაქ სტოკჰოლმში 2008 წელს შეიქმნა. 2011 წელს ბენდმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Hearts გაავრცელა. სამ წელიწადში კოლექტივმა მომდევნო ალბომი Chiaroscuro გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა ჯგუფის სახელწოდება ამერიკელი ლოუ ფაი არტისტის, ბილ კალაჰანის კომპოზიციიდან I Break Horses ისესხეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული