Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ გამოვჯანმრთელდე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ავტობიოგრაფიული დოკუმენტური სერიალის Justin Bieber: Seasons მორიგი ეპიზოდი The Dark Season გაავრცელა, რომელშიც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. წლის დასაწყისში 25 წლის არტისტმა განაცხადა, რომ ექიმებმა მწვავე ინფექციის, ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იუთუბზე გავრცელებულ კადრებში მისი საავადმყოფოში ვიზიტია ნაჩვენები.

► ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა SNL-ში სიმღერები Yummy და Intentions შეასრულა

"ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ენერგია, ამის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. მას შემდეგ, რაც გამოკვლევები ჩავიტარე, ლაიმის დაავადება დამიდგინდა. ეს ჩუმი სენია, რომელიც ჯერ არც ისე კარგადაა შესწავლილი. კარგია, რომ ახლა უკვე ვიცი, რა მიზეზით ვგრძნობდი თავს ასე ცუდად, რატომ მქონდა აკნე. გამოჯანმრთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს. მინდა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო, უსიამოვნო იქნება ჩემთვის თუ არა. რადგან უკეთესი უნდა გავხდე ჩემი ცოლისთვის, მომავალი შვილისთვის, მეგობრებისა და თაყვანისმცემლებისთვის. ამ ყველაფერს ვერ მოვარხერხებ, თუ ჯანმრთელი არ ვიქნები - თავი ჯანმრთელად დიდი ხანია, არ მიგრძვნია", - ამბობს მუსიკოსი.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა: Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული