Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, მიქეილა სტრაუსმა, ფსევდონიმით King Princess, ახალი კომპოზიცია Ohio და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომის Cheap Queen დელუქს ვერსიაში შევა, რომელიც 14 თებერვალს გამოიცემა.

► ნახეთ: King Princess-მა SNL-ში კომპოზიციები 1950 და Hit The Back შეასრულა

► ნახეთ: King Princess-მა Lady Gaga-ს სიმღერა Speechless შეასრულა

21 წლის არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Cheap Queen მიმდინარე წლის ოქტომბერში გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული