Thumbnail

პოპულარული ამერიკული ჯგუფი The Strokes მომავალი ალბომის The New Abnormal პირველ სინგლს At The Door და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი 80-იანი წლების პოპულარული ანიმაციური სერიალის He-Man and the Masters of the Universe შთაგონებითაა შექმნილი. კოლექტივი რიგით მეექვსე სტუდიურ ჩანაწერს 10 აპრილს გამოსცემს. ნამუშევარი 9 კომპოზიციას გააერთიანებს.

► ნახეთ: The Strokes-მა ბერნი სანდერსის მხარდამჭერ კონცერტზე ორი ახალი სიმღერა შეასრულა

► ნახეთ: The Strokes-მა სიმღერა The Adults Are Talking შეასრულა

The Strokes ქალაქ ნიუ იორკში 1998 წელს შეიქმნა. 2001 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Is This It გამოსცა. ჩანაწერი პოპულარულმა გამოცემა Rolling Stone-მა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრების ასეულში მერვე ადგილას დაასახელა. NME-მ კი ყველა დროის საუკეთესო 500 ალბომში მეოთხე ადგილას გაიყვანა. კოლექტივს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გავრცელებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული