Thumbnail

ნახეთ: Creams-მა Mutant Radio-ში ხუთი ახალი სიმღერა შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნათია ჭიჭინაძე, ფსევდონიმით Creams, ინტერნეტრადიოს Mutant Radio ესტუმრა. მუსიკოსმა პირდაპირ ეთერში ხუთი ახალი სიმღერა: Good Morning Sally, Ballads, Let Me Fight, HFS და DICEY, აგრეთვე, უკვე ცნობილი კომპოზიციები Die 4 U და Sleep On Me შეასრულა.

► ნახეთ: ქართველმა მუსიკოსმა Creams კომპოზიცია Run შეასრულა

► ნახეთ: ქართველმა არტისტმა Creams კომპოზიციაზე DIE 4 YOU კლიპი გადაიღო

Join in to listen to a local singer and producer Creams - Live set. She will perform some of her new songs.

Posted by Mutant Radio on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2020

► 2019 წლის 10 საუკეთესო ქართული კომპოზიცია

ნათიამ მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2012 წლიდან ის ჯგუფ Otherside-თან თანამშრომლობდა, რომელსაც შემდგომში Postotto ეწოდა. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში არტისტმა არაერთ ჟანრში, მათ შორის ტრიპ ჰოპში, ჯაზსა და ჰიპ ჰოპში მოსინჯა ძალები. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან", - ასე აღწერს შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული