Thumbnail

მოუსმინეთ: Red Bull Music Academy თორნიკე მარგველაშვილის ტრეკს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

Red Bull Music Academy ქართველი ელექტრონული მუსიკოსის, თორნიკე მარგველაშვილის, სასცენო სახელით Mess_Montage, ცნობილი დეტროიტელი პროდიუსერის, მაიკ ბენქსისა და ინდოელი არტისტის MORPSIS კოლაბორაციულ ტრეკს METIER ავრცელებს.

2018 წელს ქალაქ ბერლინში ჩაწერილი კომპოზიცია Red Bull Music Academy-ს კომპილაციურ ალბომში RBMA18 შედის.

თორნიკე მარგველაშვილი ემბიენთ მუსიკოსია, რომელმაც 2017 წელს სადებიუტო ალბომი The Death of Optimus Prime გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი ნიდერლანდურ ლეიბლზე Shimmering Mood Records გამოიცა. ამჟამად არტისტი ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული