Thumbnail

ნახეთ: ვარსკვლავების რეაქციები ოსკარზე ემინემის გამოსვლისას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, ლოს ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოებაზე ფილმ 8 Mile-ის საუნდტრეკი Lose Yourself შეასრულა. სცენაზე მისი გამოჩენა დოლბის თეატრში შეკრებილი ვარსკვლავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამერიკის კინოაკადემიას რეპერის პერფორმანსი არ დაუანონსებია. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ეს კომპოზიცია ოსკარის მფლობელი გახდა, თუმცა, ემინემი მაშინ ცერემონიას არ დასწრებია.

► ნახეთ: 2020 წლის ოსკარზე გამარჯვებული მუსიკოსები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ოსკარის წითელ ხალიჩაზე

რეპერის დანახვისას აუდიტორიის რეაქციები ინტერნეტში გიფების სახით გავრცელდა. დაბნეული ჩანდა 18 წლის მუსიკოსი, ბილი აილიში, რომელიც პერფორმანსს ძმასთან, ფინიასთან ერთად ადევნებდა თვალს.

კამერებს არც ცნობილი რეჟისორი, მარტინ სკორსეზე გამოჰპარვიათ.

მსახიობი ბრი ლარსონი სიურპრიზმა სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა.

გაურკვეველია, რეპერის პერფორმანსი მოიწონა თუ დაიწუნა ამერიკელმა მუსიკოსმა, იდინა მენზელმა.

მსახიობმა კელი მარი თრენმა კი სიტუაციას მალევე აუღო ალღო.

კომპოზიციის გაჟღერებისთანავე ამღერდა მსახიობი ზაზი ბითსიც.

რეპერს ასევე აჰყვნენ მსახიობები, ანტონი რამოსი და ჟასმინ ჯონსი. 

ემინემის გამოჩენას ცეკვითა და სიმღერით შეხვდა მსახიობი გალ გადოთი.

პერფორმანსის დასასრულს, ვეტერანი რეპერის პატივსაცემად დამსწრეთა უმრავლესობა ფეხზე წამოდგა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული