Thumbnail

ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა 12-წლიანი პაუზის შემდეგ ფრუშანტესთან ერთად დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა როკ ჯგუფმა Red Hot Chili Peppers ბევერლი ჰილზზე გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ბენდში რამდენიმე თვის წინ დაბრუნებულ გიტარისტთან, ჯონ ფრუშანტესთან ერთად დაუკრა. კოლექტივმა საკუთარ კომპოზიციებთან ერთად იგი პოპის ჯგუფის, The Stooges-ის კომპოზიციის I Wanna Be Your Dog ქავერ ვერსია შეასრულა.

► როგორ გაუშვა ჯგუფიდან Red Hot Chili Peppers-მა გიტარისტი, რათა ფრუშანტე დაებრუნებინა

► Red Hot Chili Peppers ჯონ ფრუშანტესთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობს

ლეგენდარული სკეიტერის, ტონი ჰოუკისა და ამერიკელი მილიარდერის, რონალდ ბარკლის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ბარკლის გარდაცვლილ შვილს, ენდრიუს ეძღვნებოდა. 27 წლის პროდიუსერი სკეიტბორდინგით იყო გატაცებული და ამიტომაც, საღამოდან შემოსული თანხა ლოს ანჯელესში ახალი სკეიტპარკების გახსნას მოხმარდება.

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს - სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ჯგუფის ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული