Thumbnail

ნახეთ: DJ Premier-მა გურუს უცნობი ფრისტაილი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, კრისტოფერ ედვარდ მარტინმა, ფსევდონიმით DJ Premier, ინსტაგრამზე 2010 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის, ჯაზ რეპის პიონერის, გურუს უცნობი ფრისტაილი გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: 16 წლის შემდეგ Gang Starr ახალ ალბომს ავრცელებს 

► DJ Premier: ალბომის შექმნისას ვგრძნობდი, რომ გურუ საფლავიდან მესაუბრებოდა 

► მოუსმინეთ: Gang Starr - Bad Name (Remix) Ft. Method Man & Redman 

დიჯეი პრემიერი და გურუ ჰიპ ჰოპ დუეტის Gang Starr წევრები იყვნენ. გაერთიანება მსმენელს 16-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2019 წელს ახალი ალბომით დაუბრუნდა. სტუდიურ ნამუშევარში არაერთი გავლენიანი და ახალგაზრდა არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან: J. Cole, Big Shug, Freddie Foxxx (Bumpy Knuckles), Group Home, Jeru The Damaja, M.O.P., Ne-Yo, Nitty Scott, Q-Tip, Royce Da 5'9'’ და Talib Kweli.

Gang Starr ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დუეტია. გაერთიანება 1989 წელს ჩამოყალიბდა. გურუმ და დიჯეი პრემიერმა 7 ალბომზე ითანამშრომლეს. ჯაზ რეპის პიონერად წოდებული პროექტის დისკოგრაფია ასევე 2 კომპილაციურ ჩანაწერს მოიცავს. "გენგ სთარის" ცნობილი კომპოზიციებია: Mass Appeal, Code Of The Streets, Above The Clouds, Moment Of Truth, Full Clip, Skills და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული