Thumbnail

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიების წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მუსიკოსებიც გამოჩდნენ. მათ კამერების ყურადღება ცნობილი დიზაინერების სამოსითა და ძვირადღირებული აქსესუარებით მიიქციეს. 

► ნახეთ: 2020 წლის ოსკარზე გამარჯვებული მუსიკოსები

► ნახეთ: ბილი აილიშმა ოსკარზე The Beatles-ის ჰიტი Yesterday შეასრულა

► ნახეთ: Eminem-მა ოსკარზე კომპოზიცია Lose Yourself შეასრულა

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Billie Eilish

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, რომელიც ოსკარზე პერფორმანსით წარდგა, დოლბის თეატრის სცენაზე გამოსვლამდე წითელ ხალიჩაზე გაიარა. გოგონამ არჩევანი Chanel-ის თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა. 

Billy Porter

ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი პორტერმა, რომელმაც ასევე იმღერა ცერემონიაზე, დიზაინერ Giles Deacon-ის ოქროსფერი სამოსი მოირგო, რომელსაც Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი და Swarovski-ის სამკაულები შეუხამა. 

Janelle Monáe

პოპვარსკვლავი ჯანელ მონე Ralph Lauren-ს ვერცხლისფერი კაბითა და Forevermark-ის ყელსაბამით იწონებდა თავს.

Hildur Guðnadóttir

ფილმ "ჯოკერისთვის" დაწერილი საუკეთესო მუსიკალური თემის კატეგორიაში გამარჯვებული ისლანდიელი კომპოზიტორი, ჰილდურ გუდნადოტირი წითელ ხალიჩაზე Chanel-ის კაბით გამოჩნდა.

Finneas O'Connell

ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ფინიას ო'კონელმა კამერების წინ შეყვარებულთან, ბლოგერ კლაუდია სელევსკისთან ერთად გაიარა. გრემის მფლობელ მუსიკოსს Gucci-ს კოსტიუმი ეცვა.   

Cynthia Erivo

ბრიტანელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სინტია ერივომ მედიის ყურადღება Versace-ს თეთრი კაბითა და Roberto Coin-ის სამკაულებით მიიქცია.

Idina Menzel

მუსიკოსი იდინა მენზელი, რომელმაც ოსკარის სცენაზე ანიმაციის Frozen 2 საუნდტრეკი Into the Unknown იმღერა, წითელ ხალიჩაზე J. Mendel-ის კაბით გამოჩნდა, რასაც Harry Winston-ის სამკაულები შეუხამა. 

Aurora

წითელ ხალიჩაზე გაიარა ნორვეგიელმა მუსიკოსმა, Aurora-მ, რომელიც მუსიკოს იდინა მენზელთან ერთად ანიმაცია Frozen 2-სთვის შექმნილი საუნდტრეკით Into the Unknown ოსკარზე იყო წარდგენილი. აურორას ჩაცმულობას კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები არ მოჰყოლია. რამდენიმე გამოცემამ ის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული არტისტების ჩამონათვალში შეიყვანა. 

Questlove

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივის, The Roots-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დრამერმა ამირ ტომპსონმა, ფსევდონიმით Questlove, არჩევანი ყოველდღიურ სტილზე შეაჩერა. 

Elton hohn & Eminem

ლეგენდარული მუსიკოსები, ელტონ ჯონი და ემინემი ოსკარის წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილან, თუმცა, კულისებიდან მათი ერთობლივი ფოტო გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ელტონმა ავტობიოგრაფიული ფილმისთვის Rocketman დაწერილი კომპოზიციით საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, რეპერმა კი დოლბის თეატრის სცენაზე ფილმ 8 Mile-ის ოსკარის მფლობელი საუნდტრეკი Lose Yourself შეასრულა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული