Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა ოსკარზე The Beatles-ის ჰიტი Yesterday შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ლოს ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 92-ე ცერემონიაზე ეპოქალური ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის კომპოზიცია Yesterday შეასრულა. ბილის გამოსვლა 2019 წელს კინოს სფეროში მოღვაწე გარდაცვლილი ადამიანებისა და ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნას მიეძღვნა.

► ნახეთ: 2020 წლის ოსკარზე გამარჯვებული მუსიკოსები

► ნახეთ: Eminem-მა ოსკარზე კომპოზიცია Lose Yourself შეასრულა

Yesterday ჯგუფმა The Beatles 1965 წელს გამოსცა. BBC Radio 2-მა 1999 წელს სიმღერა მე-20 საუკუნის საუკეთესო კომპოზიციად დაასახელა. 1997 წელს ტრეკი გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერის 2,200-ზე მეტი ქავერი არსებობს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული