Thumbnail

ნახეთ: Kay G ტრეკებს Phoenix და '96 ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის დილის გადაცემის სტუმარი გახლდათ. შოუს მუსიკალურ ნაწილში რეპერმა კომპოზიციები Phoenix და "'96" შეასრულა. ტრეკები ქეი ჯის ახალგავრცელებულ EP-ში Trauma '96 არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Kay G - Phoenix 

► მოუსმინეთ: Kay G - M.D.M.A. 

► ნახეთ: Kay G - '96 Ft. Nick Green 

გიორგი ქებურიას სიმღერის პრემიერა, შენი დილის ეთერში 🎵

გიორგი ქებურიას სიმღერის პრემიერა, შენი დილის ეთერში 🎵

Posted by შენი დილა • Sheni Dila on პარასკევი, 07 თებერვალი, 2020

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა.. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგიმ ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული