Thumbnail

გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი და მომღერალი, სტივენ ბრანერი, სასცენო სახელით Thundercat, ნიუ იორკელი პროდიუსერის, კენეთ ჩარს ბლუმის, ფსევდონიმით Kenny Beats, საავტორო შოუს The Cave მეორე სეზონის მერვე ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. 

► მოუსმინეთ: Denzel Curry და Kenny Beats რვატრეკიან ჩანაწერს UNLOCKED ავრცელებენ 

► ნახეთ: Kenny Beats & Boogie - The Cave 

► ნახეთ: Kenny Beats & 6LACK - The Cave

სტუდიაში, გადაცემის სტუმართან საუბრის პარალელურად, კენი ტრადიციულად ინსტრუმენტალის მზადების პროცესში გახლდათ. ბითის შექმნაში მას სტივენიც ეხმარებოდა. შოუს დასასრულს კი ამ უკანასკნელმა სპეციალურად მისთვის დაწერილ მელოდიაზე ფრისტაილი შეასრულა.

Thundercat-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება შარშან გამოსულმა მესამე სტუდიურმა ალბომმა Drunk მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული