Thumbnail

ნახეთ: Eminem-მა ოსკარზე კომპოზიცია Lose Yourself შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლოს ანჯელესში ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem. არტისტმა დოლბის თეატრში შეკრებილი ვარსკვლავების წინაშე ფილმ 8 Mile-ის საუნდტრეკი Lose Yourself შეასრულა. კინოსურათში რეპერი თავად მონაწილეობს.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Eminem-ს?

► Eminem: ახალი ალბომი Music To Be Murdered By სუსტებისთვის არ შემიქმნია

აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ეს კომპოზიცია ოსკარის მფლობელი გახდა, თუმცა, არტისტი მაშინ ცერემონიას არ დასწრებია. 18 წლის შემდეგ მუსიკოსი კინოაკადემიის სცენაზე დაუანონსებლად გამოჩნდა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული