Thumbnail

ნახეთ: 2020 წლის ოსკარზე გამარჯვებული მუსიკოსები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. სხვა ნომინაციებთან ერთად, დასახელდნენ მუსიკალური კატეგორიების გამარჯვებულები.

► ნახეთ: Eminem-მა ოსკარზე კომპოზიცია Lose Yourself შეასრულა

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მუსიკალური თემის შექმნისთვის ჯილდო ისლანდიელმა კომპოზიტორმა, ჰილდურ გუდნადოტირმა დაიმსახურა, რომელმაც ნაწარმოები ფილმ "ჯოკერისთვის" დაწერა. ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ; ფრანგი ალექსანდრ დესპლა, ამერიკელები რენდი და ტომას ნიუმენები, აგრეთვე, ჯონ უილიამსი.

კინოსურათისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში კი გამარჯვება ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა მოიპოვა, რომელმაც კომპოზიცია (I'm Gonna) Love Me Again ბიოგრაფიული ფილმისთვის Rocketman შექმნა. მის გარდა ჯილდოსთვის ამერიკელი მომღერალი რენდი ნიუმენი, სონგრაითერი დაიან უორენი, კრისტენ ანდერსონ და რობერტ ლოპესები, ასევე, ჯოშუა ბრაიან კემპბელი და სინთია ერივო იბრძოდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული