Thumbnail

ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Scrape The Bowl ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist და დეტროიტელმა ანდერგრაუნდ ემსიმ, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, კომპოზიციაზე Scrape The Bowl ვიდეორგოლი გადაიღეს. ჩანაწერში ბუფალოელი რეპერი Benny The Butcher მონაწილეობს. ტრეკი ალქემისთისა და ბოლდი ჯეიმსის ახალი ალბომის The Price Of Tea In China ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ  

ბოლდი ჯეიმსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ალქემისთი კი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. კოლეგებმა კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. 2013 წელს ბოლდიმ და ალანმა პირველი ერთობლივი ალბომი My 1st Chemistry Set გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული