Thumbnail

მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა მუსიკოსმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist და დეტროიტელმა ანდერგრაუნდ რეპერმა, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, კოლაბორაციული ალბომი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს. კოლეგების ერთობლივი სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთა პროდიუსერიც თავად ალქემისთი გახლავთ. ჩანაწერის ფარგლებში არტისტებმა ითანამშრომლეს შემსრულებლებთან: Vince Staples, Benny The Butcher, Freddie Gibbs და Evidence.

► მოუსმინეთ: Action Bronson და The Alchemist ალბომს Lamb Over Rice ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: The Alchemist ჩანაწერს Yacht Rock 2 ავრცელებს 

► მოუსმინეთ: The Alchemist - W.Y.G.D.T.N.S. Ft. ScHoolboy Q 

ბოლდი ჯეიმსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ალქემისთი კი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. კოლეგებმა კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. 2013 წელს ბოლდიმ და ალანმა პირველი ერთობლივი ალბომი My 1st Chemistry Set გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული