Thumbnail

შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, გრემის ნომინანტმა ახალგაზრდა რეპერმა, DaBaby-მ კომპოზიცია Shut Up და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის მომავალი ალბომის სინგლია.

► ნახეთ: DaBaby ვიდეორგოლს VIBEZ ავრცელებს 

► ნახეთ: DaBaby ვიდეორგოლს BOP ავრცელებს 

► მოუსმინეთ: DaBaby ალბომს KIRK ავრცელებს 

ჯონათანმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, დაბეიბი ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული